მთავარი ამერიკა აშშ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ლექსო ლაშქარავს გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ლექსო ლაშქარავს გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, საჯაროდ დაგმონ ძალადობა.  პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი თვალ-ყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

,,ჩვენ გვაქვს რამდენიმე ინსტრუმენტი, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ძალადობაზე მსოფლიოში. სანქციები ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია. როგორც იცით, სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე არ შემოვიღებთ, მაგრამ ვითარებას თვალს დიდი ყურადღებით ვადევნებთ. გვინდა, დავინახოთ, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend