მთავარიაზიაავღანეთიავღანეთში მოსახლეობა თალიბანის მებრძოლების შიშით სოფლებიდან გარბის

ავღანეთში მოსახლეობა თალიბანის მებრძოლების შიშით სოფლებიდან გარბის

თალიბანი ავღანეთის ჩრდილოეთ რაიონებს იპყრობს. ქვეყნის ეს ნაწილი კი ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე სამხედრო დაჯგუფებების პლაცდარმია.

ჩრდილოეთ რაიონებში ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უმრავლესობაა დასახლებული, ისინი საცხოვრებელ სახლებს ტოვებენ.

„თალიბანის მებრძოლებმა სკოლა გადაწვეს შემდეგ კი სამთავრებო ძალებს დაესხნენ თავს. ჩვენ ტერიტორია დავტოვეთ, დიდი ხნის განმავლობაში მივდიოდით ფეხით, ბოლოს კი გზა მიგვასწავლეს და საბოლოოდ აქ მოვედით ჩემს მშობლებთან ერთად“,  – იხსენებს საკინა, იძულებით გადაადგილებული პირი.

საკინა 11 წლისაა,  მან და მისმა ოჯახმა თალიბანისგან თავის დასაღწევად 10 დღე იარეს.

კიდევ ერთი იძულებით გადაადგილებული პირი, ალი ჰასანი კი ამბობს რომ დევნილთა ბანაკში, წამლები, წყალი და საკვები სჭირდებათ.

„ჩვენ საკვები და წყალი გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი დაიღუპება. აქ ავადმყოფი ადამიანებიც არიან და მათ წამლები ესაჭიროებათ“,  – ამბობს ალი ჰასანი,იძულებით გადაადგილებული პირი.

გარშემო ხეები არ არის, მთელ ბანაკს კი მხოლოდ ერთი საპირფარეშო ემსახურება.

„სამთავრებო ძალები მთელი რიგ რაიონებს მოსახლეობის გაფრთხილების გარეშე ტოვებენ. ამ რაიონებს კი თალიბანი იკავებს. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ საცხოვრებელი სახლების დატოვება მოგვიწია. თალიბანს ჩვენი დახოცვა სურდა“,  – ამბობს მოჰამად რაჰიმი, იძულებით გადაადგილებული პირი.

დევნილთა ბანაკში წყლის ნაკლებობას განიცდიან, საჭმელად კი მხოლოდ ხმელი პური აქვთ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში თალიბანის მებრძოლებს 6 ათასამდე ოჯახი გამოექცა.

2020 წლის თებერვალში ამერიკის შეერთებული შტატებსა და თალიბანს შორის ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით თალიბანმა პასუხისმგებლობა აიღო რაიონულ ცენტრებსა და დედაქალაქს თავს არ დასხმოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend