მთავარიევროპამოლდოვამოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლური პარტია იმარჯვებს

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლური პარტია იმარჯვებს

მოლდოვაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტია ლიდერობს.

წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტის პარტიამ ხმების 51%- ზე მეტი მიიღო. მას მოსდევს „კომუნისტებისა და სოციალისტების საარჩევნო ბლოკი“ 28 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილს პარტია „შორი“  ხმების 6.49% პროცენტით  იკავებს.

მოლდოვის ისტორიაში ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობას პროდასავლური პარტია იკავებს მარია სანდუს ლიდერობით. ის ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანა მოლდოვაში კორუფციის დამარცხება იქნება.

,,პირველ რიგში, მინდა მივესალმო მოქალაქეებს და ვუთხრა, რომ ეს არჩევნები აჩვენებს ხალხის და არა პოლიტიკოსების ძალას. მსურს, მოვუწოდო მოქალაქეებს, სჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების. დღეს მოლდოვის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, გათავისუფლდნენ ქურდებისგან, მათ შეუძლიათ, აირჩიონ პარლამენტის კეთილსინდისიერი წევრები, რომლებიც იმუშავებენ მოქალაქეების ინტერესების დასაცავად“, – აცხადებს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

მაია სანდუს პარტიამ  „მოქმედება და სოლიდარობამ“ თავის პროგრამაში მთავარ პრიორიტეტად ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გააქტიურება დაასახელა. ასევე მთავარი საკითხებია სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და რუმინეთთან. პროგრამის პრიორიტეტებში ასევე გათვალისწინებულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელება.

მოლდოვის მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ  ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,  ქვეყანაში არა მხოლოდ საპარლამენტო პოლიტიკურ კრიზისს დაუსვამს წერტილს, არამედ შესაძლოა ქვეყნის  დამოუკიდებლობის განმავლობაში პირველად შეიქმნას პოლიტიკური რეალობა, როდესაც ევროპული ღირებულებების მქონე პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობას, მოქმედი პროდასავლური ძალით დააკომპლექტებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend