მთავარი სპორტი ლიონელ მესის პირველი სანაკრებო ტიტული

ლიონელ მესის პირველი სანაკრებო ტიტული

არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკა 2021-ის გამარჯვებულია.

მარაკანაზე“, ცარიელი ტრიბუნის წინ არგენტინამ ბრაზილია ფინალში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა და კოპა ამერიკა 2021-ის თასი მოიპოვა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის პირველ ნახევარში ანხელ დი მარიამ გაიტანა. გამოცდილმა შემტევმა ბრაზილიელთა მეკარეს, ედერსონს ბურთი თავს ზევით გადაუგდო და გუნდს გამარჯვების გოლი მოუტანა.

ლიონელ მესიმ არგენტინასთან ერთად პირველი ტიტული მოიგო და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend