მთავარისპორტი"ფინიქსის" მეორე გამარჯვება ფინალში

“ფინიქსის” მეორე გამარჯვება ფინალში

NBA-ის ფინალური სერიის მეორე მატჩში “ფინიქს სანსმა” საშინაო არენაზე “მილუოკი ბაქსი: 118:108 დაამარცხა და უპირატესობა განიმტკიცა.

მასპინძლების ლიდერმა, კრის პოლმა 23 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა, მიკალ ბრიჯესმა 27 ქულა მოიპოვა, დევინ ბუკერმა კი 31 ქულას მოუყარა თავი.

“მილუოკი ბაქსიდან” გამორჩეული 2-გზის  MVP იანის ანტეტოკუნმპო იყო. ბერძენმა კალათბურთელმა 42 ქულა მოაგროვა და ამით ფინალში “ბაქსის” კალათბურთელთა რეკორდი მოხსნა.

მესამე შეხვედრა 12 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება. სერია ოთხ მოგებამდეა.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend