მთავარიამერიკაჰაიტიჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობას მსოფლიო ეხმაურება

ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობას მსოფლიო ეხმაურება

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენილ მოიზი უცხო პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ რეზიდენციაში 7 ივლისს მოკლეს.

თავდასხმისას დაიჭრა პირველი ლედი მარტინაც. ქვეყნის მეთაურის მოვალეობას კი პრემიერ-მინისტრი კლოდ ჟოზეფი ასრულებს.

ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მიზეზი.

”მე ახლახან გავმართე მინისტრთა რიგგარეშე სხდომა და გადავწყვიტეთ გამოგვეცხადებინა საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი კლოდ ჟოზეფი.

ჰაიტიში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება თეთრი სახლიც. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო ჯოვენილ მოიზის მკვლელობა.

რეპორტიორი: ბატონო პრეზიდენტო, რა პოზიცია გაქვთ ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაზე?

“ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია, მაგრამ ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც ჰაიტიში მოხდა”, – ჯო ბაიდენი პასუხობს რეპორტიორის შეკითხვას.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ ტვიტერში განცხადება გამოაქვეყნა.

„შოკირებული ვარ ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობით. ჩვენ ერთმანეთს სამი კვირის წინ დიპლომატიურ ფორუმზე შევხვდით. ეს დანაშაული ქვეყნაში არასტაბილურ გარემოს შექმნის და წაახალისებს ძალადობას. ამ მკვლელობის ავტორები უნდა მოიძებნონ და გასამართლდნენ“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

ჰაიტი მსოფლიოს ერთ-ერთი ღატაკი ქვეყანაა.

ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის ვერ ახერხებს წესრიგის დამყარებას ქუჩაში, რომლებსაც შეიარაღებული ბანდები აკონტროლებენ.

53 წლის მოიზი ხელისუფლებაში 2015 წელს მოვიდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend