„კორონავირუსის გართულებები არ სრულდება იმ ორ კვირაში, რომელიც მწვავე პერიოდად ითვლება. გართულებები შესაძლოა ერთი ან სამი თვე გაგრძელდეს. გახანგრძლივებული კოვიდის შემთხვევაში 12 კვირაც კი გრძელდება.“
მედიცინის დოქტორი და პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი თინა ღონღაძე, ევრონიუს ჯორჯიას ეთერის საშუალებით ვაქცინაციის აუცილებლობასა და კორონავირუსით ინფიცირებულთა გართულებებზე საუბრობს. 45-წლიანი პედიატრიული გამოცდილების შემდეგ ის კოვიდ19-თან ბრძროლაში ჩაერთო და არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებს ვირუსის დამარცხებაში დღემდე ეხმარება.