მთავარისაქართველოაფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა ვაქცინაციის სერტიფიკატით იქნება შესაძლებელი

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა ვაქცინაციის სერტიფიკატით იქნება შესაძლებელი

ენგურის ხიდზე არსებული ე.წ გამშვები პუნქტით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატით იქნება შესაძლებელი.

ოკუპირებული აფხაზეთის სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ სად და რომელი ვაქცინით იქნება მოქალაქე აცრილი.

ამასთან, გალის რაიონის მოსახლეობას საშუალება ეძლევა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიკეთოს.

ერთწლიანი უკანონო შეზღუდვის შემდეგ 2021 წლის 5 ივლისიდან ენგურის ე.წ. გადასასვლელი სრულად გაიხსნა, რაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობას მისცემს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend