მთავარიაფრიკანიგერიანიგერიაში 121 სტუდენტი გაიტაცეს

ნიგერიაში 121 სტუდენტი გაიტაცეს

გატაცებული 121 ბავშვის ატირებული მშობლები ნიგერიის შტატ კადუნაში სკოლის ეზოში შეიკრიბნენ.

მათ იმედი აქვთ, რომ პოზიტიურ სიახლეს გაიგებენ. ადგილობრივი ბაპტისტური ეკლესიის მეთაურის განცხადებით, გამტაცებლებთან კონტაქტი უკვე შედგა. მას გატაცებულ სტუდენტებთან გასაუბრების საშუალება მისცეს.

“ჩვენ გატაცებული სტუდენტების მშობლებთან ერთად ვილოცებთ. მთავრობის წარმომადგენლებსაც ვაცნობეთ მომხდარის შესახებ. იგეგმება ხელისუფლების წევრებთან შეხვედრა, მათ ჩვენ დახმარება აღგვითქვეს”,  –  ამბობს იშაია ჯანგადო, ბაპტისტური ეკლესიის მეთაური.

გატაცებული ბავშვების ნაწილი უკან დაბრუნდა. თავდასხმისას ისინი სკოლის შენობაში იმალებოდნენ. კადუნას შტატში შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ადამიანების გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით გატაცება ხშირი მოვლენაა.

ეს ბოლო 6 თვის განმავლობაში სტუდენტების გატაცების უკვე მეოთხე შემთხვევაა.

“გუშინ ღმერთის წყალობით 28 სტუდენტი დაგვიბრუნდა, დღეს კი გამტაცებლები დაგვიკავშირდნენ. მათი განცხადებით ბავშვები კარგად გრძნობენ თავს. გამტაცებლებმა ზოგიერთ სტუდენტთან გასაუბრების საშუალებაც მოგვცეს. საერთო ჯამში 121 ბავშვია გატაცებული”,  -ამბობს ბაპტისტური ეკლესიის მეთაური იშაია ჯანგადო.

ნიგერიაში სტუდენტების გატაცების შემთხვევები 2014 წლიდან მოყოლებული განსაკუთრებით არის გახშირებული.

2014 წელს ტერორისტული ორგანიზაცია ბოკო ჰარამის მებრძოლებმა 276 სტუდენტი გაიტაცეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend