კონტრაქციის დასრულების შემდეგ თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ნედ პრაისი გმობს ძალადობას საქართველოს სამოქალაქო აქტივისტების, საზოგადოების წევრებისა და ჟურნალისტების მიმართ.
We condemn the July 5 violent attacks in Georgia on civic activists, community members, and journalists. Georgia’s leaders and law enforcement are obligated to protect the Constitutional rights to freedom of expression and assembly and prosecute those participating in violence. https://t.co/gQj9goCsN7
— Ned Price (@StateDeptSpox) July 5, 2021
ოფიციალურ “ტვიტერზე” პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა განცხადება. ისინი მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს აღნიშნული პირების იდენტიფიცირება და დაკავება“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.
🇬🇪 UPDATE: At least 40 media workers now reported to have been injured amidst widespread violence by far-right & anti-LGTBQ groups during anti-@TbilisiPride protests today, with eight hospitalised & one undergoing surgery. All those receiving treatment are in stable condition pic.twitter.com/6rkgOEc4As
— IPI – The Global Network for Press Freedom (@globalfreemedia) July 5, 2021
ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის დევიდ კრამერის ინტერვიუ „ამერიკის ხმასთან“. დევიდ კრამერის აზრით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს. იგი მომხდარზე პასუხისმგებლობას აკისრებს მთავრობას, რადგან, მიაჩნია, რომ სწორედ მან შეუწყო ხელი სიძულვილის გამომხატველ ჯგუფებს.
მომხდარს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელიც: „დემოკრატიული მთავრობების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრება და დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება მათი საქმიანობის შესრულებისას. სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მისი მხარდამჭერებისთვის“,- წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი.
A strong statement. It is the responsibility of democratic governments to ensure the right of all citizens to peacefully assemble and to protect the safety of journalists carrying out their work. A sad day for Georgia and those who support it. https://t.co/5O76GGeVzK
— Ian Kelly (@ikelly731) July 5, 2021
კომენტარი გააკეთა ასევე ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა:
„იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მანდატი, ისინი ვერ ასამართლებენ დამნაშავეებს სათანადოდ და ამ გზით ძალადობას უწყობენ ხელს. გასაკვირი არ არის, რომ პოლიციას არ შეეძლო და არ სურდა მსხვერპლის დაცვა“, – წერს ევროპარლამენტარი.
When Georgian leaders @GeorgianDream41, instead of acting in their mandate as guarantors of Constitution, speculate with this topic & fail to properly condemn the perpetrators, they only encourage the violence. No wonder that police was unable or unwilling to protect the victims.
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) July 5, 2021