მთავარიკუბისოციალურ ქსელში ლგბტ თემის შეურაცხმყოფელი კომენტარების რაოდენობა გაიზარდა

სოციალურ ქსელში ლგბტ თემის შეურაცხმყოფელი კომენტარების რაოდენობა გაიზარდა

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველ დღეს, შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმოდა არამხოლოდ საპროტესტო აქციის დროს, არამედ ვრცელდებოდა ფეისბუკზეც. სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ესვრიან მას ძალადობრივი ჯგუფები კვერცხს. ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი აღნიშნავს, რომ კვერცხის სროლა აგრესიის გამოხატვა არ არის.

შეურაცხმყოფელი კომენტარები იწერება არამხოლოდ ფეისბუკზე, არამედ პლატფორმა „ტიკ-ტოკზეც“.  მას შემდეგ, რაც ტიკ0ტოკზე „თბილისი პრაიდმა“ და მოძრაობა „თანასწორობამ“ აქტიურად დაიწყო ვიდეოების გადაღება ლგბტ თემთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებლად, პლატფორმაზე ლგბტ თემის მიმართ უარყოფითი შინაარსის კომენტარები გავრცელდა. დეზინფორმაცია, ჩაგვრა და სიძულვილის ენა – ეს ის პრობლემებია, რომლებსაც ლგბტ თემის წარმომადგენლები ინტერნეტში  აწყდებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით „თბილისი პრაიდის“ წარმომდგენელი მიკო შახდინარიანი გაგვესაუბრა.

„ფეისბუკზე გაუმჯობესდა მუშაობა, რადგან  საფრთხის შემცველი კომენტარები მალე იშლება. ტიკ-ტოკი ახალი და ჩინური აპლიკაციაა და მისი მენეჯმენტი და მოდერაცია როგორ ხდება, არ ვიცით. მე ტიკ-ტოკზე დავდე ლგბტ თემთან დაკავშირებული ვიდეოები. მომხმარებლები წერდნენ, რომ დაცხრილვას ვიმსახურებ. თუმცა იყო პოზიტიური კომენტარებიც, რომ მხარს გვიჭერენ. ბევრ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ კომენტარს ხშირად ყალბი პროფილებიდან აგზავნიან“,- აღნიშნავს აქტივისტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend