მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის დიქტატურის დასრულებაზე საუბრობს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის დიქტატურის დასრულებაზე საუბრობს

იმ დროს, როდესაც უნგრეთი ვიშეგრადის ჯგუფის პრეზიდენტობას იბარებს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის დიქტატურის დასრულებაზე საუბრობს. მან კომენტარი პოლონეთის, სლოვაკიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ეს შეხვედრა პოლონეთში გაიმართა.

ვიქტორ ორბანის განცხადებით უნგრეთი ვერ შეეგუება იმას, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრმა ქვეყანამ მიუთითოს, თუ როგორ უნდა აღზარდონ უნგრელი ბავშვები. მისი თქმით ეს არ არის სწორი და როგორც ჩანს, ევროკავშირში ვიღაცას არ ესმის სწორად ეს საკითხი. ორბანის თქმით ვერ დაუშვებენ, რომ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანამ ვიშეგრადის ჯგუფის წევრი ქვეყანა დააჩოქოს. ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ასეთი დიქტატურა უნდა დასრულდეს.

ორბანს ხშირად აქვს კონფლიქტი ბრიუსელთან. უთანხმოება იყო ახალი კანონპროექტის გამოც, რომელიც სკოლებში ლგბტ პირებთან დაკავშირებული საკითხების აკრძალვას გულისხმობს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ეს კანონი არაევროპული იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend