მთავარიევროპაიტალიაიტალიის სანაპიროსთან წყალქვეშა სათბურები აშენდა

იტალიის სანაპიროსთან წყალქვეშა სათბურები აშენდა

2012 წელს, როდესაც სერგიო გამბერინის რეჰანის წყალქვეშ გაზრდის იდეა მოუვიდა, ბევრი არ უჯერებდა მას. ერთ დროს წარმოუდგენელმა იდეამ ახლა მსოფლიო ყურადღება მიიქცია. კლიმატური კრიზისის ფონზე აგრონომიის ახალი მეთოდების დანერგვა აუცილებელია. ტრადიციული მეურნეობა ზედმეტად ბევრ რესურსს მოითხოვს.

„თუ ჩვენ გავაგრძელებთ ტყეების ჩეხას, კლიმატური ცვლილების პროცესი დაჩქარდება, რაც წყლის დონის გაზრდას გამოიწვევს. ოკეანეს გააჩნია რესურსი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ და დავიცვათ კიდეც. ოკეანეში ტრადიციული მეურნეობის ალტერნატივის განვითარების შანსი არსებობს,” – ამბობს Ocean Reef Group-ის მარკეტინგის მენეჯერი ლუკა გამბერინი.

აქ მოწყობილია ექვსი მცირე ზომის სათბური, რომელშიც ასევე მარწყვი და სალათის ფურცელი მოჰყავთ. ცოტა ხნის წინ ნათესების რიცხვს თამბაქო და თავშავა დაემატა. ოკეანე მცენარეების გაზრდისთვის იდეალურ ტემპერატურას ქმნის, თუმცა საინტერესოა, როგორ გავლენას ახდენს წყალი ნათესებზე?

„აქ გაზრდილ მცენარეებს უფრო მკვეთრი გემო აქვთ. აქაურობა ლაბორატორიასავითაა და მცენარეს არანაირი საშიშროება არ ემუქრება“, – ამბობს ლუკა გამბერინი.

ამჟამად ეს ბაღი მხოლოდ კვლევითი სამუშაოებისთვის გამოიყენება. აქაურობას ხშირად სტუმრობენ ცნობისმოყვარე მყვინთავები. თუმცა მალე მეურნეობის ეს ფორმა შეიძლება უფრო პოპულარული გახდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend