მთავარისაქართველოჯვარიმინდორზე ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა

ჯვარიმინდორზე ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა

 
აჭარაში ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ჯვარიმინდორის იაილებზე ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა. მოსასვენებელი და სამზარეულო სივრცე ელექტროენერგიით, წყლითა და ხის ავეჯით იქნება უზრუნველყოფილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აჭარაში ყველაზე გრძელი, ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე გეგმავს, სადაც კოტეჯებთან ერთად საშხაპეები, საპირფარეშოები, საკოცონე სივრცე და საპიკნიკე ზონა განთავსდება. მოლაშქრეებს ჯვარიმინდორზე ღამისთევისა და დასვენების საშუალება ეკოსტანდარტებით მოწყობილ თავშესაფრებში ზაფხულის ბოლოდან შეეძლებათ.

[br]”ჯვარიმინდორი არის ერთ-ერთი უნიკალური გზაგასაყარი, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთმანეთს დავაკავშიროთ რამდენიმე გარდამავალი ქსელური მარშრუტები. სწორედ ამიტომ ამ უნიკალურ ადგილმდებარეობაზე მოეწყობა ეგრეთწოდებული ქოხები, ტურისტული თავშესაფარი, რომელიც შექმნის რეკრეაციულ გარემოს და განკუთვნილი იქნება პირველ რიგში მოლაშქრეებისთვის. პროექტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევქმნათ “კემპინგ სოფელი”, სადაც მოეწყობა ყველა საჭირო ფუნქციონალური ზონა. პროექტი გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას და საფეხმავლო მარშრუტების პოპულარიზაციას მოახდენს.”-აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძე.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend