მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში დელტა შტამის გავრცელებასთან ერთად შეზღუდვები მკაცრდება

ევროპაში დელტა შტამის გავრცელებასთან ერთად შეზღუდვები მკაცრდება

პორტუგალიაში კვლავ სავალდებულო ხდება ორკვირიანი კარანტინი მათთვის, ვისაც ქვეყანაში შესვლის სურვილი აქვს. პორტუგალიაში შესვლის დროს კარანტინი სავალდებულო იქნება გერმანიის მოქალაქეებისთვისაც, რომლებსაც ევროპაში თავისუფლად  გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ, კოვიდპასპორტის  წარდგენის შემთხვევაში.

რთული ვითარებაა რუსეთში. მოსკოვში დელტა შტამის გავრცელების ფონზე ბოლო 24 საათში 124 ადამიანი დაიღუპა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექიმები ვაქცინაციის ჩავარდნილ პროგრამაზე საუბრობენ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებს 2020 წლის დეკემბრიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა 2020 წლის დეკემბრიდან აქვთ, მოსახლეობის მხოლოდ 14 პროცენტია აცრილი.

ამასობაში დანიაში კორონავირუსის შტამმა დელტამ, მუტაცია განიცადა. ახალ შტამს დელტა პლუსს უწოდებენ. თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ვაქცინის ორმაგი დოზა იცავს ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირებისგან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend