7-წლიანი პაუზის შემდეგ ეკოლოგიურად სუფთა ღამის მატარებელი დანიის ჰოიე-ტოსტრუპის სადგურიდან ბერლინის მიმართულებით დაიძრა. „სნელტოგეტის“ ღამის მატარებელი 300 მგზავრზეა გათვლილი და იგი 27 ივნისიდან 6 ნოემბრის ჩათვლით იმოძრავებს. მატარებელი ადგილობრივმა მოსახლეობამ დროშებით გააცილა.
7 წლის განმავლობაში პირველად კოპენჰაგენთან ახლოს, ჰოიე-ტოსტრუპის სადგურიდან, ბერლინის მიმართულებით ღამის მატარებელი გავიდა. ეს შვედური მატარებელი ”სნელტოგეტია“, რომელიც 2014 წლიდან გაჩერებული იყო. ეს ევროპაში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით მოგზაურობის საუკეთესო საშუალებაა. ამის აღსანიშნავად და მატარებლის გასაცილებლად ადამიანები სადგურზე დროშებით შეიკრიბნენ.
დანიის ეკოლოგიური ტრანსპორტის საბჭოს თავმჯდომარე პოლ კატლერს იმედი აქვს, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი მოგზაურობა კარგად ჩაივლის. ეს მათთვის ბევრს ნიშნავს და მას სიმბოლური დატვირთვაც აქვს. კატლერის აზრით, უფრო მეტი მატარებელი რომ იყოს, ისინი თავად გადაწყვეტენ, ევროპაში თვითმფრინავით გაემგზავრონ თუ მატარებლით.
მატარებელში ადგილები 300 მგზავრისთვის არის განსაზღვრული და იგი 27 ივნისიდან 5 სექტემბრამდე ყოველდღე იმოძრავებს. 5 სექტემბრის შემდეგ 6 ნოემბრამდე კი მატარებლით გამგზავრება მხოლოდ ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას იქნება შესაძლებელი.