მთავარი მსოფლიო ავსტრალია მორიგი კარანტინი ავსტრალიაში

მორიგი კარანტინი ავსტრალიაში

ავსტრალიის ახალი სამხრეთი უელსის შტატში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა მას შემდეგ, რაც-14 დღიანი კარანტინი გამოცხადდა შტატის უმეტეს ნაწილში.

გუშინ ახალი სამხრეთი უელსის პრემიერმა გლედის ბერეჯიკლიანმა დაადასტურა, რომ  ინფიცირების 30-ვე შემთხვევა ე.წ. ბონდის ეპიდაფეთქებას უკავშირდება.

აქედან 11 ინფიცირებული თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დღეის მდგომარეობით კი ახალი შემთხვევების რაოდენობა 128-ს აღწევს.

ჯერჯერობით დაუდგენელია  2 შემთხვევის ინფიცირების წყარო. შაბათს 52 000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, 12 881-მა კი ვაქცინის პირველი დოზა მიიღო.

როგორც ახალი სამხრეთი უელსის პრემიერი გლედის ბერეჯიკლიანი აცხადებს, ამ დღეებში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 11 ინფიცირებული თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ყველა შემთხვევა კი ერთმანეთს უკავშირდება,  რაც, გარკვეულწილად, კარგი ამბავია.

 

თუმცა ერთადერთი, რაც აშფოთებთ, შემთხვევების რაოდენობაა. მიუხედავად იმისა, ინფიცირებულები ერთ ჯგუფს განეკუთვნებიან, ჯანდაცვის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებაში ინფექცია უკვე გავრცელებულია.

გლედის ბერეჯიკლიანმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია საზოგადოების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ინფიცირების ახალი შემთხვევების გამო ჩრდილოეთ ნაწილში, დარვინსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 48-საათიანი კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა.

ამ არეალში ვირუსის გავრცელება ერთ-ერთ მაღაროს უკავშირდება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend