მთავარი გადაცემები Cult დუბაის გამოფენა „ჩვენ გვახსოვს“

დუბაის გამოფენა „ჩვენ გვახსოვს“

გამოფენა, სახელწოდებით „ჩვენ გვახსოვს“, რომელიც დუბაის „ცივილიზაციათა გზაჯვარედინის“ მუზეუმში გაიხსნა,  პირველი გამოფენაა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ებრაელთა ჰოლოკოსტის ხსოვნას ეძღვნება.

ამ გამოფენაზე ჰოლოკოსტს გადარჩენილი ხალხის პირადი მოგონებებია წარმოდგენილი.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედი რაბი ლევი დუჩმანი ამბობს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ებრაელთა სულ უფრო დიდი ნაკადი ჩადის ისრაელიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან თუ ევროპიდან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  მათ ადგილზე  გარკვეული პირობები დახვდეთ.

„ ამიტომ ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა ამ მუზეუმში ნამდვილად მნიშვნელოვანია. აქ შეგვიძლია მოვიყვანოთ ჩვენი შვილები, სკოლებისა და სხვადასხვა თემის წარმომადგენლები, რომ ნახონ ებრაელი ხალხის ისტორია, ის, რაც ევროპაში გადახდათ თავს, – “ განაცხადა რაბი ლევი დუჩმანმა.

ნაცისტებმა ექვს მილიონზე მეტი ებრაელი დახოცეს 1941-45 წლებში. ამ გამოფენის მიზანია, ჰოლკოსტი დავიწყებას არ მიეცეს და მის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს იმ 200-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენელმა, რომლებიც დუბაიში ცხოვრობენ

გამოფენაზე სპეციალური სექცია დაეთმო იმ არაბებსა და მუსლიმებს, რომლებმაც ებრაელები გადაარჩინეს.

 
იაელ გრაფი, ცივილიზაციების გზაჯვარედინის მუზეუმის დირექტორი:


„ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ერთ-ერთი უდიდესი დანაშაული. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მუზეუმისთვის, რომელშიც გვაქვს სხვა გალერეაც, სადაც გამოფენილი ფოტოები ახლო აღმოსავლეთის სამი რეგიონის ტოლერანტობას ასახავს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს მიმართულებაც ჩვენი გამოფენის ნაწილად გვექცია.  ამით გვსურდა იმედი გაგვეჩინა და გაგვეცნო საზოგადოებისთვის ის მუსლიმი და ადგილობრივი მოქალქეები, რომლებმაც სხვა ხალხი გადაარჩინეს.“

რაბი ლევი დუჩმანი:

„თუ ამ რეგიონის ისტორიას გადახედავ, ნახავ, რომ არაბები და ებრაელები ყოველთვის ძალიან ახლოს ცხოვრობდნენ ერთმანეთთან. მაროკოში, ტუნისში, ლიბიაში, სირიასა და ლიბანში ყოველთვის დიდი ებრაული თემი ცხოვრობდა.“

გამოფენის ცენტრალური ფიგურა იარაღების ალყაში მოქცეული პატარა ბიჭის ფოტოა, სახელწოდებით –  „ბიჭი ვარშავის გეტოდან“ . გალერეის მეორე მშვენება თურქი დიპლომატის სელაჰატინ ულკუმენისა  და ეგვიპტელი ექიმის მოჰამედ ჰელმის ფოტოებია. პირველმა   როდოსელი ებრაელები დეპორტაციისაგან იხსნა, მეორემ კი რამდენიმე ებრაელი ბერლინში ნაცისტების დევნისგან დაიფარა.

ცივილიზაციების გზაჯვარედინის მუზეუმის დირექტორის მიხედვით, მოჰამედ ჰელმი ბერლინში სწავლობდა  და იქ  მეორე მსოლფიო ომის დროსაც დარჩა.

იაელ გრაფი, ცივილიზაციების გზაჯვარედინის მუზეუმის დირექტორი:

„ექიმი ხედავდა, თუ როგორ ექცეოდნენ მის ირგვლივ ხალხს და თავად ექიმსაც, როგორც მუსლიმანს, რადგან ნაცისტური რეჟიმი მხოლოდ ებრაელების წინააღმდეგ არ იყო. ამიტომ გადაწყვიტა, რამდენიმე ოჯახი ეხსნა. ამ ოჯახების წევრები ექიმის წყალობით ჰოლოკოსტს გადაურჩნენ.“

რაბი ლევი დუჩმანი:

„ ძალიან ამაღლევებელია, როდესაც საგამოფენო დარბაზში დადიხარ და ხედავ აქ გამოფენილ სხვადასხვა ფოტოს და კითხულობ სხვადასხვა ამბავს. მაგრამ ეს გარკვეულად მხნეობას განიჭებს. როდესაც ჩვენს შვილებსა და მომავალ თაობას მყარ საძირკველს ვუშენებთ, ვსწავლობთ, თუ რა მნიშვნელოვანია სხვა ხალხთან ერთად დგომა, რა მნიშვნელოვანია ტოლერანტობა და სხვადასხვა თემის თანაარსებობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რეგიონსა და მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვჭირდება ეს ღირებულებები.“

ახლო აღმოსავლეთი თანდათან აღებს კარს  და სხვა ერებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს. ამიტომ ამ მუზეუმის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ  ასეთი გამოფენა ნამდვილად დროულია.

აჰმედ ობაიდ ალმანსური, ცივილიზაციათა გზაჯვარედინის მუზეუმის დამფუძნებელი:

„ბოლო დროს ანტისემიტიზმისა და რასიზმის ბევრი შემთხვევა იყო და ეს ტენდენცია გაძლიერდა მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გამოფენა დროულია. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სოლიდარობის კულტურა და სისტემა გვაქვს ჩამოყალიბებეული. სწორედ ამიტომ ჩამოდის აქ ხალხი. აქ ნავთობისა და ფულისთვის კი არ ჩამოდიან, არამედ იმიტომ, რომ თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. ეს არის ადგილი, სადაც მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ხალხი იყრის თავს. ჩვენ სილამაზეს მრავალფეროვნებაში ვხედავთ. ამიტომ  ეს არის ადგილი, სადაც ხალხი ჩამოდის და სადაც ვსწავლობთ ურთიერთობის ფასს და როგორ გავცეთ ეს გამოცდილება.“

როგორც სახელიც გვეუბნება, ცივილიზაციათა გზაჯვარედინის მუზეუმი იმისთვის დაარსდა, რომ მისი ყურადღების ცენტრში მსოფლიოს  მრავალფეროვან კულტურათა  ღირებულებები დგას. მუზეუმში იმედოვნებენ,  ეს ბოლო გამოფენა აჩვენებს, თუ რა შეიძლება გვასწავლოს ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ბნელმა ფურცელმა.

აჰმედ ობაიდ ალმანსური, ცივილიზაციათა გზაჯვარედინის მუზეუმის დამფუძნებელი:

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისტორიის გაკვეთილები. წინ უნდა წამოვწიოთ მისი დადებითი მხარეები და  ვისწავლოთ შეცდომებზე, რომ აღარასოდეს  გავიმეორეოთ.“

იაელ გრაფი, ცივილიზაციების გზაჯვარედინის მუზეუმის დირექტორი:

„ხედავთ ბოლოში ამ წარწერას… აქ წერია, რომ ყველა, ვინც თუნდაც ერთ სულს გადაარჩენს, იხსნის მსოფლიოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელობა არა აქვს, საიდან ხარ, ან რომელ რელიგიას აღიარებ. თუ შეგიძლია, რომ თუნდაც ერთი ადამიანი შეცვალო ან გადაარჩინო, მთელ მსოფლიოს შეცვლი.“

ავტორი: ჯეინ ვიზერსპუნი

 

უახლესი

სხვა ამბები

დუბაიდუბაი

Send this to a friend