მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების შემცირებასთან ერთად დაწესებული შეზღუდვებიც უქმდება

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების შემცირებასთან ერთად დაწესებული შეზღუდვებიც უქმდება

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების შემცირებასთან და ვაქცინააციის ტემპის დაჩქარებასთან ერთად, დაწესებული შეზღუდვებიც უქმდება.

ესპანეთში  ნიღბების ტარება გარე სივრცეში  სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა ხალხმრავალ ადგილებში სოციალური დისტანციის დაცვა კვლავ უსაფრთხოების პირობად რჩება.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ე.წ. ,,მწვანე” სიას დაემატა მალტა, მადეირა, კარიბის კუნძულები და დიდი ბრიტანეთის რამდენიმე საზღვრისპირა ტერიტორია, სადაც ბრიტანეთიდან ჩასული ტურისტები კარანტინის გარეშე შეძლებენ დასვენებას.

პორტუგალიამაც დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება, მიუხედავად იმისა, რომ  ქვეყანაში კორონავირუსის დელტა ვარიანტია გავრცელებული.

24 ივნისს  კორონავირუსის 1556 ახალი შემთხვევა დადასტურდა,  რაც 20 თებერვლის  შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ პორტუგალიის პრობლემა არაა. ექსპერტების ვარაუდით, დელტა ვარიანტი, რომელიც ინდოეთში წარმოიშვა, აგვისტოს ბოლოსთვის ევროპის ქვეყნებში 90%-ით იქნება გავრცელებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend