მთავარისაქართველოწიგნის საერთაშორისო ფესტივალი ერთწლიანი პაუზის შემდეგ სტუმრებს მასპინძლობს

წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ერთწლიანი პაუზის შემდეგ სტუმრებს მასპინძლობს

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ტარდება და მას ყოველწლიურად 100 000-მდე წიგნის მოყვარული სტუმრობს.

დღეს თბილისში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქში, გამომცემლები და ავტორები კვლავ მკითხველებს შეხვდებიან.

პანდემიის მიუხედავად, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ამჯერად კვლავ დიდი დარბაზში ჩატარდება და მკითხველებს ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.

„წიგნის შეძენა და წაკითხვა ჩემი საყვარელი საქმეა.გამორჩეულად ველოდები ხოლმე წიგნის ფესტივალს. რამდენიმე საათი დავრჩები აქ. წინასწარ მაქვს გადაწყვეტილი, რას შევიძენ ფესტივალზე“, – გვითხრა ფესტივალის სტუმარმა თორნიკე ივაშენკომ.


„სიმართლე გითხრათ, არც მახსოვს, როდის დავიწყე აქ სიარული. დედაჩემთან ერთად დავდივარ და ფესტივალს ყოველ წელს ვსტუმრობ“, – ამბობს თაკო მიქელაძე.

[br]ფესტივალი გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტის, ბადურ ალ ქასიმის ვიდეომიმართვით გაიხსნა.

გახსნას ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები. წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია, რადგან თბილისს ახლა განსაკუთრებული სტატუსი აქვს – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი.

წელს, ორგანიზატორები სტუმრებს არაერთ სიახლესა და მრავალფეროვან პროგრამას ჰპირდებიან.

„მე-11 პავილიონი აერთიანებს 55-ზე მეტ მონაწილეს- გამომცემლებს, გამავრცელებლებს, წიგნების მაღაზიებს, რომლებიც ჩვენს დამთვალიერებლებს ძალიან საინტერესო გამოცემებს შესთავაზებენ ყველა ასაკისა და ინტერესისთვის“, – ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი თინათინ ბერიაშვილი.

ამ დღეს განსაკუთრებით ელოდებოდნენ გამომცემლობის წარმომადგენლებიც.

„წლევანდელი ფესტივალი ჩვენთვის განსაკუთრებით ემოციური იყო. პავილიონს რომ ვუახლოვდებოდი, განსაკუთრებული გრძნობა მქონდა – უდიდესი სიხარულით ავივსე“, – ამბობს ერთ-ერთი გამომცემლობის რედაქტორი ლეილა კირთაძე.

„ძალიან გვიხარია, რომ ამდენი ხნის შემდეგ ფესტივალი ფიზიკური სახით იმართება. გამორჩეული იმით არის, რომ შეგვიძლია მკითხველების აზრი მოვისმინოთ და შენიშვნის შემთხვევაში, გამოვასწოროთ“, – გვითხრა გამომცემლობის საუფროსო პროზის მარკეტინგის მენეჯერმა ნინი თავხელიძემ.

კითხვის მოყვარულებს წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 27 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend