მთავარისაქართველოევროკავშირის პროექტი - ამბროლაურის განვითარება

ევროკავშირის პროექტი – ამბროლაურის განვითარება

„სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის“- ეს ევროკავშირის პროექტი გახლავთ, რომელიც რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

ამ და სხვა პროექტების შესაფასებლად ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, რაჭას ეწვია. აქ მან მოსახლეობასთან ერთად განიხილა ადგილობრივი საჭიროებები და ის თუ რა შესაძლებლობები აქვს რეგიონს განვითარებისათვის.

 
„ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი რაჭაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უახლოეს მომავალში ევროკავშირი გეგმავს ამ რეგიონში სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას. ამ რეგიონზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება. აქ ყოფნა ჩემთვის არის ძალიან კარგი შესაძლებლობა. გავესაუბრები მთავრობის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს იმისათვის, რომ მათი საჭიროებები შევაფასო“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

[br]ევროკავშირმა რაჭაში 11 პროექტი დააფინანსა. მათ შორის არის ბიზნესის მხარდაჭერა, ადგილობრივი საწარმოების გაფართოება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

პროექტები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ჩართულობას შეუწყობს ხელს.

“ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტი გახლავთ ამბროლაურის ცენტრალური მოედნის გაფართოების გეგმა. ჩვენ სხვადასხვა სივრცეს ავითვისებთ. ეს ხელს შეუწყობს ბიზნეს სივრცეების ათვისებას, ადგილობრივი ბიზნესმენების მხარდაჭერას და ასევე ჩვენი რეგიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას”, – ამბობს სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე.

ევროკავშირმა რაჭა და საქართველოს კიდევ ოთხი რეგიონი 200 მილიონი ლარით დააფინანსა. ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ამბობს, რომ უახლოეს მომავალში რაჭაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდება.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend