დიპლომატიური სკანდალი, რომელიც შავ ზღვაში ბრიტანული სამხედრო ხომალდის, „დეფენდერის“ გამოჩენას მოჰყვა, გრძელდება.
რუსეთის ხელისუფლება ინგლისს პროვოკაციასა და კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, ინგლისის სამხედრო გემი კანონის საწინააღმდეგოდ გადაადგილდებოდა ყირიმის მახლობლად, რასაც რუსეთის ხელისუფლებამ გამაფრთხილებელი გასროლით უპასუხა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო კი რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც უწყების მდივანმა ბენ უოლასმა Bloomberg-თან განაცხადა, სამხედრო გემი ინგლისიდან საქართველოში მოდიოდა.