მთავარი გადაცემები კუბი თურქეთში ღამის თორმეტი საათის მერე მუსიკის აკრძალვას აპროტესტებენ

თურქეთში ღამის თორმეტი საათის მერე მუსიკის აკრძალვას აპროტესტებენ

სოციალური ქსელის მომხმარებლები თურქეთში შეშფოთებას გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ თურქეთში 1 ივლისიდან ღამის 12 საათის შემდეგ იკრძალება მუსიკალური კომპოზიციების შესრულება.

„არავის გეწყინოთ!“ – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. სოციალურ ქსელ ტვიტერზე კი მომხმარებლები ჰეშთეგით „ჩვენ გვეწყინა“ აქვეყნებდნენ სტატუსებს.

პირველი ივლისიდან თურქეთში უქმდება კომენდანტის საათი. თუმცა ღამის 12 საათის შემდეგ მუსიკალური ნაწარმოებების შესრულება იკრძალება. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ერდოღანმა დამატებითი განმარტებების გარეშე გააკეთა. ამიტომ გაურკვეველია, ეს აკრძალვა მხოლოდ ბარებსა და რესტორნებს ეხებათ თუ ყველა მოქალაქეს.

 
მომხმარებლების დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება მათ ცხოვრებაში ჩარევის მცდელობაა. ჰეშთეგით „ჩვენ გვეწყინა“ დაახლოებით 200 000 ტვიტი გამოქვეყნდა.


„ჩვენ უნდა ვთქვათ: გეყოფათ! თუ არ გვსურს, რომ თურქეთში ყველას ერთნაირად ეცვას და ერთ პარტიას აძლევდეს მხარს“, – წერს თურქი ჟურნალისტი ჯან დიუნდარი თავის ტვიტერზე.

მოქალაქეების აქვეყნებენ ვიდეოებს, სადაც ჩანს, რომ ისინი ინსტრუმენტებზე ღამის 12 საათის შემდეგ უკრავენ.

გარდა ამისა, მომხმარებლების ნაწილმა  სოციალურ ქსელში გააზიარა თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ქემალ ათათურქის გამონათქვამი: „ყველა ცოცხალი არსება, რომელსაც არ ესმის, რა არის მუსიკა, ადამიანი არ არის“.

თურქეთის ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ქემალ კილიჩდაროღლუმ კიდევ ერთხელ მოითხოვა ვადამდელი არჩევნები და განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის შეზღუდვები, რომლებიც მთავრობამ დააწესა, თავიდანვე იდეოლოგიური იყო.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend