ევრო 2020-ის D ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ინგლისმა ჩეხეთის ნაკრები დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის დასაწყისში, მე-12 წუთზე რაჰიმ სტერლინგმა ჯეკ გრილიშის გადაცემის შედეგად თავით გაიტანა.
პარალელურად გაიმართა ხორვატიისა და შოტლანდიის მატჩი, რომელიც ხორვატებმა 3:1 მოიგეს და პლეიოფის საგზური მოიპოვეს.
მარცხის მიუხედავად პლეიოფის საგზური ჩეხეთის ნაკრებმაც მოიპოვა, რომელიც 4 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და საუკეთესო 4 მესამეადგილოსანს შორის შევიდა.
გიორგი სანაძე