მთავარიევროპაესპანეთიმადრიდში ბარების მეპატრონეებს ტერასებით სარგებლობის უფლება მიეცათ

მადრიდში ბარების მეპატრონეებს ტერასებით სარგებლობის უფლება მიეცათ

კარმენი და ენჯელი ნამდვილ ჯოჯოხეთში აღმოჩნდნენ.

მადრიდის საკრებულომ კაფეებისა და ბარების მფლობელებს ათასობით ტერასის მოწყობის ნებართვა მისცა. ხმაურის გამო წყვილს ცხელ ზაფხულში ფანჯრის გაღება არ შეუძლია.

„ძალიან შეწუხებული ვართ. ამჟამად მეზობლებს ველაპარაკებით, რომ რამე ვიღონოთ. ვაპირებთ გავაპროტესტოთ ან საკრებულოს მივწეროთ. ღამით ისედაც მიჭირდა დაძინება, ახლა კი სრული ჯოჯოხეთია“, – ყვება მადრიდის მცხოვრები კარმენ მატიასი.

ახალი ტერასების გამო სხვა მადრიდელებსაც შეექმნათ პრობლემები.

„ჩემთვის მთავარი პრობლემა მანქანის გაჩერებაა. აქვე ვცხოვრობ და მანქანას აქ ვაყენებდი. ახლა კი ტერასების გამო ალბათ 150 ადგილით ნაკლებია.“


ბარებისა და რესტორნების მეპატრონეები, რომლებმაც პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს, ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან.

[br]„აქამდე არ გვქონია ტერასა. ჩვენ დიდი ზარალის ანაზღაურება გვიწევს. ამიტომაც ეს გადაწყვეტილება სამართლიანი მგონია“, – ამბობს ბარის მენეჯერი გალა ბურჯოსი.

მეზობლების აზრით, აუცილებელია, რომ ბარის მეპატრონეებმა გარკვეული შეზღუდვები დააწესონ.

„საჭიროა, დაწესდეს შეზღუდვა ადამიანების რაოდენობაზე და განისაზღვროს სამუშაო საათები“, – ამბობს ედუარდო აროიო.

მაისში ესპანეთში კომენდანტის საათი გაუქმდა, რის შემდეგაც ესპანელებმა კაფე-ბარებში სიარული დაიწყეს.

ორშაბათიდან მეზობლებს ხმაურის ატანა გვიან ღამემდე მოუწევთ. მადრიდში ბარებს ღამის 3 საათამდე მუშაობის უფლება მიეცათ. ადამიანები სახლებში, სავარაუდოდ, უფრო გვიან დაბრუნდებიან.

მადრიდის სამეზობლო ასოციაციები შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ. მსგავსი მდგომარეობაა პარიზში, რომსა და ბარსელონაშიც.

მადრიდის საკრებულოში აცხადებენ, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ.

„შეიძლება, დავაწესოთ შეზღუდვა, რომ თითო ქუჩასა და სამეზობლოში ბარების განსაზღვრული რაოდენობა იყოს. ჩვენი უწყებები ამ საკითხს სწავლობენ“, – აცხადებს მადრიდის საკრებულოს წარმომადგენელი ბორჯა კარაბანტე.

ესპანეთის დედაქალაქში დამწყებ ბიზნესმენებს მანქანის გასაჩერებელი ადგილების დაკავების უფლება 31 აგვისტომდე მისცეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend