საფრანგეთში წელს მუსიკალური ფესტივალი „ფეტ დე ლა მუზიკი“ მეორმოცედ გაიმართა.
წლევანდელი ფესტივალი ხანგრძლივი და რთული პერიოდის შემდეგ ბედნიერი დღეების დადგომის სიმბოლოდ იქცა.
თუმცა ღონისძიება უსაფრთხოების ნორმების დაცვის ფონზე ჩატარდა, რაც სოციალურ დისტანციასა და ნიღბების ტარებას გულისხმობდა.
1982 წლიდან 21 ივნისი ის უცვლელი თარიღია, როდესაც „ფეტ დე ლა მუზიკის“ ფესტივალზე ფრანგი ხელოვანები იკრიბებიან. ამ ღონისძიებით ეროვნულ კულტურასაც წარმოაჩენენ და ქვეყნის საერთაშორისო გავლენასაც.
წელს მეორმოცე საიუბილეო ფესტივალი ჩატარდა. ეს დღე ხანგრძლივი და რთული თვეების შემდეგ ბედნიერი დღეების დაბრუნების სიმბოლოა, განსაკუთრებით კი იმ მუსიკოსებისთვის, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის წარდგებიან მსმენელთა წინაშე.
ღონისძიებას პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც დაესწრო.
[br]პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები შემსუბუქდა, თუმცა რამდენიმე შეზღუდვა მაინც რჩება – სოციალური დისტანციის დაცვა და ნიღბების ტარება კვლავ სავალდებულოა. მაგრამ ფესტივალზე მთავარი მაინც იყო მუსიკა, რომელიც ნებისმიერი მსმენელის გემოვნებას აკმაყოფილებდა.