საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ორ კვირაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა. აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელი ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.
„ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიური ვაქცინაციის პროცესს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.