მთავარი ევროპა სომხეთი წინასწარი მონაცემებით არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს

სომხეთის რესპუბლიკაში გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურმა პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ქვეყნის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნების 30%-ის დათვლის შედეგად ფაშინიანის პარტიამ ხმების 58 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე კი ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის პარტია გავიდა.

ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, რომ სომეხმა ხალხმა მას და მის პარტიას ნდობა გამოუცხადა. შესაბამისად, ისინი  ქვეყნის მართვას განაგრძობენ.

ნოემბერში აზერბაიჯანთან დადებულმა სამშვიდობო შეთანხმებამ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია.

სწორედ ამიტომ ნიკოლ ფაშინიანმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.

 

სომხები თვეების განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ. მომავალი პარლამენტი ან ფაშინიანს დააბრუნებს თანამდებობაზე ან ახალ პრემიერს აირჩევს.

მოსახლეობა  დაიღალა გაუთავებელი ომებითა და კონფლიქტებით. მათ  მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სურთ.

მოსკოვის შუამავლობით დადებულმა სამშვიდობო შეთანხმებამ 6-კვირიანი კონფლიქტი დაასრულა.

შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს დარჩა მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილი, რომელსაც მანამდე სომხეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend