მთავარი ევროპა სომხეთი ტრიუმფი დამარცხების კვალდაკვალ

ტრიუმფი დამარცხების კვალდაკვალ

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურმა პარტიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა

ომი დამთავრდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გეშინოდეთ.

მიუხედავად წაგებული ომისა და თითქმის 30 წლის განმავლობაში ნაშენები ეროვნული უსაფრთხოების სისტემისა, უპრეცენდენტოდ მოკლე ვადებში ნგრევის ფონზე, ნიკოლ ფაშინიანმა მოახერხა და არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ნიკოლ ფაშინიანი ასოცირდება ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს, სომხეთის დასავლურ მომავალთან.


საერთაშორისო ურთიერთობების ბევრი მკვლევარის აზრით, მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერაციის ეგრეთწოდებული მოდუს ოპერანდი, სწორედ ფაშინიანის გეოპოლიტიკური გემოვნებით იყო ნაკარნახევი.


„ამ არჩევნებში სომეხმა ერმა გაიმარჯვა. მე თქვენს წინაშე ქედს ვიხრი. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, ახლა კი დროა, ახალი შემართებით წინსვლა გავაგრძელოთ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ კომენტარი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც გააკეთა:

“ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, თუ რა გავლენას მოახდენს ეს საარჩევნო შედეგი სომხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ვაცადოთ მათ ახალი მთავრობის ჩამოყალიბება. ჩვენ ურთიერთობებს სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე გავაგრძელებთ. საჭიროა ეკონომიკური ხასიათის სამუშაოს ჩატარება, ეკონომიკური საქმიანობა ყველას ინტერესებში შედის”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება შესაძლოა იმის ნიშანია რომ რუსეთის ფედერაციის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებს სომეხი ერი პრო- დასავლურ კურსს არჩევს, მაგრამ მეორეს მხრივ ბევრი მკვლევარი შიშობს, რომ ნიკოლ ფაშინიანი მეორე ვადის პირობებში ავტოკრატიული მმართველობის გზით წავა.

საინტერესოა ასევე, როგორ საგარეო პოლიტიკას წარმართავს ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკის მიმართ.

სომხეთში პოლიტიკური სტაბილურობა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება საქართველოს ინტერესებში შედის.

ქართული მხარის მიერ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტყვეთა გაცვლის პროცესში მონაწილეობა ამ თვალსაზრისით კარგი პრეცენდენტია.

საერთაშორისო ამბების მიმომხილველი ლეო სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend