ბავშვთა კალათბურთში ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოში მეხუთედ იმართება. 20 ივნისს ევროპის მოედანზე ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა, რომელსაც ბავშვებთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და ვეტერანი კალათბურთელები დაესწრნენ.
კენჭისყრის შემდეგ 3×3 საკალათბურთო ფესტივალი გაიმართა.
Junior NBA ლიგის მატჩები მომდევნო დღეებში გაიმართება. ჩემპიონატზე 77 გუნდი ითამაშებს და 1300 ახალგაზრდა კალათბურთელი მიიღებს მონაწილეობას.
გიორგი სანაძე