მთავარიამბებიელიტური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტს წარედგინება

ელიტური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტს წარედგინება

ფრაქცია ”ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგენს ინიციატივას ელიტური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს სახელმწიფო შესყიდვებში არსებული სისტემური კორუფცია და გამოიკვლიოს პანდემიის დროს განხორციელებული საგანგებო შესყიდვები, სადაც შესაძლო კორუფციული ინტერესები იკვეთება.

გარდა ამისა, კომისია გამოიკვლევს ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების საეჭვო გამდიდრების ფაქტებს  და სამართალდამცველი ორგანოების სავარაუდო უმოქმედობის მიზეზებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend