პარლამენტი დღეს, 21 ივნისს, განიხილავს გაუხანგრძლივდება თუ არა მთავრობას 2022 წლის 1 იანვრამდე ის უფლებამოსილება, რომლითაც მას კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების დაწესება პარლამენტისგან დამოუკიდებლად შეუძლია.
მთავრობას ამ უფლებამოსილების ვადა გასული წლის ივლისში მიენიჭა და შემდეგ დეკემბერში კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივდა.
მთავრობას უფლება მიეცა, საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს რეგულაციები და შეზღუდოს გარკვეული კონსტიტუციური უფლებები.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ადამიანის უფლებათა და ჯანდაცვის კომიტეტები განიხილავენ.