მთავარი ევროპა სომხეთი როგორი მოლოდინებია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე?

როგორი მოლოდინებია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე?

სომხეთში არჩევნების დღე ახლოვდება. სოფელი არავუსი სიუნიკის რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. სოფლის მკვიდრის ნვერის განცხადებით, იგი ნიკოლ ფაშინიანს მხარს არ დაუჭერს. კონფლიქტის შედეგად ნვერმა ხორბლის ყანა დაკარგა.

„აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა ჩვენი სოფლის 64 ჰექტარი მიისაკუთრეს. იმედგაცრუებული ვარ. ფაშინიანს ხმას რომ ვაძლევდი, იმედი მქონდა, რომ ფერმერების ცხოვრება გაუმჯობესდებოდა. თუმცა, არაფერი შეცვლილა, პირიქით, ყველაფერი გაუარესდა“, – ამბობს სოფლის მცხოვრები ნვერი.


სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ დაძაბულობაა. სახელმწიფოები ჯერ კიდევ არ შეთანხმებულან, თუ სად გადის მათი ქვეყნების საზღვრები. ადგილობრივი სომხები შეიარაღებულები არიან და თავის დასაცავად ემზადებიან. ზოგიერთი მათგანი ნიკოლ ფაშინიანს კვლავ უჭერს მხარს.


„ფაშინიანი მოღალატე არ არის, კარგი გადაწყვეტილება იყო,  სამშვიდობო შეთანხმებას რომ მოაწერა ხელი. ამით მან ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ის რომ არა, ახლა აქ ჩემს შვილთან ერთად არ ვიდგებოდი. ფაშინიანის არჩევის შემთხვევაში სომხეთის სახელმწიფო თავიდან დაიბადება“, – მიიჩნევს ვეტერანი არავუშ ჰაირაპეტიანი.

ბოლო კვლევების თანახმად, ნიკოლ ფაშინიანის მთავარი კონკურენტი სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანია. მათი რეიტინგი დაახლოებით ერთნაირია.

მდგომარეობა დაძაბულია სამხრეთ სომხეთში, სადაც საზღვართან ათასამდე აზერბაიჯანელი სამხედროა მობილიზებული.

სამი წლის წინ ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის სათავეში ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად მოვიდა. ახლა იგი უზარმაზარი გამოწვევის წინაშე დგას.

საზღვარზე არსებული პრობლემები, სავარაუდოდ, დიდ გავლენას იქონიებს სომეხი ამომრჩევლების არჩევანზე.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend