მთავარიკუბიევროპულმა საბჭომ გამოსცა ახალი რეკომენდაცია აშშ-დან ევროკავშირში მოგზაურობის შესახებ

ევროპულმა საბჭომ გამოსცა ახალი რეკომენდაცია აშშ-დან ევროკავშირში მოგზაურობის შესახებ

ევროპული საბჭოს რეკომენდაციით, რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები თანდათანობით უნდა შემსუბუქდეს.

 
გამოქვეყნებულ სიაში ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორისაა ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, სერბეთი, ლიბანი და ტაივანი. რეკომენდაცია გაიცა ჩინეთიდან მიმოსვლის წესების შემსუბუქებაზეც, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ მსგავს ზომებს ჩინეთიც მიიღებს.ა

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მისი აღსრულების ვალდებულება ბლოკის წევრ ქვეყნებს არ აქვთ.

ამავდროულად, კორონავირუსის ახალი ვარიანტებისგან თავდასაცავად ევროპულმა საბჭომ საგანგებო მექანიზმიც შეიმუშავა, რომელიც მათ საშუალება მისცემს, რომ საჭიროების შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყანასთან მიმოსვლა მყისიერად შეაჩერონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend