მთავარიმსოფლიოევროპაველოსიპედისტთა მოგზაურობა „Sun Trip Europe 2021“

ველოსიპედისტთა მოგზაურობა „Sun Trip Europe 2021“

ველოსიპედისტები „სან ტრიპ ევროპა 2021-ის“ ფარგლებში ევროპის 30 ქვეყანას მზის პანელებზე მომუშავე ველოსიპედებით გაივლიან.

მოგზაურობა, რომელიც 10 000 კილომეტრს მოიცავს, ბრიუსელში დაიწყო და საფრანგეთში, ლიონში, დასრულდება.

ელექტროველოსიპედმა ზოგადად შეცვალა წესები. ახლა ველოსიპედით სეირნობა  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც შეუძლიათ, ხანში შესულებსაც და მათაც, ვინც ფიქრობს, რომ არ არის საუკეთესო ფორმაში.

თუმცა ყველა ინოვაციას ახლავს პრობლემები, მაგალითად, როგორ შეიძლება, დავმუხტოთ ველოსიპედის ელემენტები?

„სან ტრიპ ევროპა 2021-ის“ მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მზე ამის საუკეთესო საშუალებაა. ველოსიპედისტები, რომლებმაც მზის პანელებზე მომუშავე ველოსიპედები შექმნეს, ბელგიიდან ლატვიაში, რუმინეთში, იტალიაში, ესპანეთსა და ბოლოს საფრანგეთში, ლიონში, ჩავლენ.

 
ველოსიპედისტი დირკ იუგი ამბობს, მას ასეთი მოგზაურობა ძალიან მოსწონს. ეს ერთი დიდი თავგადასავალია, რადგან არავისზე არიან დამოკიდებული, ისინი მზის ენერგიას იყენებენ. მათ ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ ველოსიპედების ელემენტების დამუხტვა.  ამისათვის მათ ყველაფერი აქვთ. ეს ეკოლოგიური საკითხიცაა, რომელიც დირკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

[br]ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მიესალმება ამ წამოწყებას.  იგი  ველოსიპედისტებს  ბრიუსელში შეხვდა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი აცხადებს, რომ, რაც უფრო მეტი იქნება სუფთა ენერგიის წარმოების წყარო, მით უკეთესია.

მზის პანელები მომავლის გზაა, რადგან მათ უფრო მეტი ეკოლოგიურად სუფთა და მუდმივი ენერგია დასჭირდებათ.

ველოსიპედისტები ახლა 10 000-კილომეტრიან გზას დაადგებიან და ევროპის 30 ქვეყანას გაივლიან. თუკი ველოსიპედი შუა გზაში გაფუჭდება, მას თავად  ველოსიპედისტი შეაკეთებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend