ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით დღეს, 17 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ნინოწმინდის პანსიონის ახალი მმართველი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი შეხვედრას გამართავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრა საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის მიზნით ამ დრომდე ვერ ახერხებს შესვლას სახალხო დამცველი.
პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს მოექცა, როცა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.