მთავარიმსოფლიოთურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაცია გააფორმეს

თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაცია გააფორმეს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება.

იგი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთად მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშაში ჩავიდა, რომელიც აზერბაიჯანმა  გასული წლის შემოდგომაზე დაიბრუნა.

ყარაბაღის კონფლიქტში, საბრძოლო მოქმედების დროს, თურქეთი აზერბაიჯანის მთავარი მხარდამჭერი იყო.

ერდოღანი არის პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც ქალაქ შუშას ეწვია და თურქეთის საკონსულოს გახსნის შესახებ განცხადება გააკეთა.

[br]ასევე აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც პოლიტიკური, კომერციული და სამხედრო ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.

,,ეს არის ის შემთხვევაა, როდესაც ყველას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონის ახალი სტატუსის განსაზღვრაში, დაივიწყოს სიძულვილი და პროვოკაცია პოლიტიკაში და ხელი შეუწყოს მშვიდობასა და თანამშრომლობას. ამგვარი შესაძლებლობის გაჩენის შემდეგ ჩვენ ხელს შევუწყობთ სომხეთთან ურთიერთობის მოგვარებას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქულად მოსაუბრე აზერბაიჯანელი სამხედროების დახვედრა ერდოღანისთვის მნიშვნელოვანია.

ანკარა ცდილობს განამტკიცოს თავისი გავლენა ყოფილი საბჭოთა კავკასიის რეგიონში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend