მთავარიმსოფლიოროგორი ეპიდემილოგიური ვითარებაა მსოფლიოში

როგორი ეპიდემილოგიური ვითარებაა მსოფლიოში

აშშ -ში COVID-19 –ით დაღუპულ ადამიანთა რაოდენობამ 600000 -ს გადააჭარბა. მიუხედავად ვაქცინაციისა, რომელმაც მკვეთრად შეამცირა ყოველდღიური შემთხვევები და სიკვდილიანობა, ეს ციფრები მაინც შემაშფოთებელია.

აშშ-ში იანვრის შუა რიცხვებში ყოველდღიურად 3 400 ადამიანი კორონავირუსით იღუპებოდა, თუმცა ახლა ეს ციფრი 340-მდე შემცირდა.

საფრანგეთში გადაწყვიტეს, Covid -19 საწინააღმდეგო ვაქცინით 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებიც აცრან.

მათი მიზანია, მიაღწიონ კოლექტიურ იმუნიტეტს და შეანელონ ვირუსის გავრცელება. Stade de France- ის გახსნის პირველ დღეს 130-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

მოსკოვში კი ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო დამატებით საავადმყოფოების გახსნას გეგმავენ. ბოლო 24 საათში რუსეთის დედაქალაქში 6000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ეს უკანასკნელი თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

[br]”ამ დღეებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანებმა მიმართონ ვაქცინაციის ცენტრებს. ცენტრები ღიაა და ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამიტომ ჩვენ ყველას, ვინც მოსკოვში ცხოვრობს, მოვუწოდებთ  დროულად იმოქმედონ და აიცრან. თქვენ ამით დაიცავთ საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებსაც”,- ამბობს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი.

ამასობაში ლონდონში თეატრის მსახიობები მთავრობას აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, ზოგიერთისთვის ბოლოჯერ დაეშვას ფარდა, რადგან ქვეყანაში  გავრცელებული „დელტა“ შტამის გამო მუშაობის პროცესი შეფერხებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend