მთავარი აზია ირანი არჩევნები და ეკონომიკური კრიზისი ირანში

არჩევნები და ეკონომიკური კრიზისი ირანში

აფშინი და მარიამი, უკვე 13 წელია ცოლ-ქმარი არიან. მიუხედავად მრავალწლიანი თანაცხოვრებისა, მათ განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ.

თუმცა მათი ტკბილი ღიმილის უკან მწარე სიმართლე იმალება – ირანში მომავლის აწყობაზე ოცნებას ნელნელა ქვეყანაში არსებული რეალობა ანგრევს.

„როდესაც მომავალზე ვფიქრობ, ვერანაირ გეგმებს ვერ ვსახავთ. მაგალითად, ორი წლის წინ სახლის ყიდვა მინდოდა ხელფასი დავხარჯე და მთავრობისგან სესხის აღება მსურდა, თუმცა ინფლაციის მაჩვენებელი 8-ჯერ გაიზარდა“, – ყვება ინტერიერის დიზაინერი, აფშინ შაფიეი.

 
იმის საჩვენებლად თუ რამდენად ისახება ინფლაცია წყვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში, აფშინმა ევრონიუსის გადამღები ჯგუფი მაღაზიაში წაიყვანა.


„მაგალითად, ორი წლის წინ, რძის ღირებულება დაახლობით 500 ირანული თუმანი იყო. ახლა, იგივე ბოთლი 140,000 რიალი ანუ 14,000 თუმანი ღირს“, – ამბობს აფშინი.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, ირანული რიალი, აშშ დოლართან მიმართებაში, ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და 4 მილიონზე მეტი ადამიანი  სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ინფლაცია 39%-ს აღწევს.

ამ ფონზე, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია, მზარდ ფასებსა და ეროვნული ვალუტის პრობლემების გარშემოა კონცენტრირებული.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს იმ პრობლემებთან გამკლავება მოუწევს, რომლებიც ამომრჩეველთა უმრავლესობას ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია.

ექსპორტის ექსპერტის, აშკან ბაჰრამის განცხადებით, ეკონომიკის გამოსწორება შეუძლებელი მისიაა.

„თუ მთავრობა შეეშვება ფასებსა და საბაზრო მექანიზმებში ჩარევას, ვითარება გაუმჯობესდება“, – მიიჩნევს ექსპორტის ექსპერტი აშკან ბაჰრამი.

ირანის თითქმის ამოწურული რესურსებისა და ქვეყნისათვის დაწესებული სანქციების ფონზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მომავალ პრეზიდენტს, პირველ რიგში, საზოგადოებაში სახელმწიფო უწყებებისადმი ნდობის აღდგენაზე მოუწევს მუშაობა. ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

არჩევნებიარჩევნები

Send this to a friend