მთავარისაქართველოკორონავირუსის მეოთხე ტალღა

კორონავირუსის მეოთხე ტალღა

მსოფლიოში კორონავირუსის გამო დღეში 10 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება

საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში, კორონავირუსის მეოთხე ტალღას აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში ელოდებიან.

სწორედ ამიტომ ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ზაფხულის განმავლობაში კოვიდ-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში 2020 წლის 26 მაისიდან დღემდე კოვიდ-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 355 ათასზე მეტი შემთხვევაა.

ამ დროის განმავლობაში გარდაიცვალა 5 ათასზე მეტი ადამიანი.

„სკოლები უნდა იყოს პირველი, რომელიც გაიხსნება და ბოლო, რომელიც დაიკეტება“ – ეს ფრაზა ამ ერთი წლის განმავლობაში ხშირად ისმოდა.

თუმცა პანდემიის პირველი და მეორე ტალღების დროს სხვა შეზღუდვების შემოღებასთან ერთად მოსწავლეებსაც მოუწიათ დისტანციური სწავლების მეთოდზე გადასვლა. იმისათვის, რომ სექტემბერში იგივე არ განმეორდეს,

[br]„ზაფხულში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა აიცრას.  ყველა ლექტორი, სტუდენტი თუ სკოლის მასწავლებელი  ორჯერადად  უნდა იყოს აცრილი. უნივერსიტეტები და სკოლები ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო უნდა იყოს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

პედაგოგებისა და ლექტორების გარდა, ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებსა და საქართველოს სხვა მოქალაქეებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ივლისში საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.

მასობრივი ვაქცინაცია ყოველდღიურად 20-25 ათასი პირის აცრას გულისხმობს.

გეგმის შესასრულებლად აუცილებელია ამცრელი ბრიგადების რაოდენობის გაზრდა, ასევე ვაქცინაციის დამატებითი ცენტრების შექმნა და, რაც მთავარია, მოქალაქეთა სურვილი, რომ აიცრან.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგთან ერთად უკვე ახორციელებს ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამას, რომელშიც ჩართული არიან რეზიდენტები, მაღალი კურსის სტუდენტები. ისინი ტაბლეტებით არიან აღჭურვილი და ივლიან სკოლებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, საჯარო სამსახურებში, იმისათვის, რომ დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია აცრებთან დაკავშირებით და დაეხმარონ მათ რიგის დაჯავშნაში“, – ამბობს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში შემცირდა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია.

მსოფლიოში ყოველდღიურად 10 000-ზე მეტი ადამიანი კორონავირუსით გამო იღუპება. მათგან 23  დღეს, 15 ივნისს, საქართველოში გარდაიცვალა.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend