მთავარი მსოფლიო ჟენევაში ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი შეხვდებიან

ჟენევაში ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი შეხვდებიან

რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრამდე 1 დღე დარჩა.

ეს იქნება ორი ქვეყნის ლიდერის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.

მხარეებს იმედი აქვთ, რომ ორი ქვეყნის საერთო ინტერესების ირგვლივ საერთო აზრამდე შეჯერდებიან, თუმცა არსებობს არაერთი საკითხი, რომლებზეც რუსეთი და ამერიკა პრინციპულად ვერ თანხმდებიან.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ერთიანი ნატო უმაგრებს ზურგს.

ჯო ბაიდენი ხვალ ჟენევაში შეხვდება ადამიანს, რომელსაც იგი ღირსეულ მეტოქეს უწოდებს. თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  თავიანთი შეხედულებები და პოზიციები შეაჯერონ.

 

პრეზიდენტი ჯო ბაინდენი აპირებს პრეზიდენტ პუტინს აუხსნას,  რომ თუ იგი მოინდომებს, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელია, თანამშრომლობა შედგეს. მაგრამ თუ რუსეთი მაინც გააგრძელებს თავის საქმიანობას, მაგალითად, კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით იგივე პოზიცია ექნება, ამ შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტი შესაბამისად იმოქმედებს.

პუტინმაც, თავის მხრივ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მათ საერთო ინტერესები აქვთ.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ორი ქვეყნის ურთიერთობა ასეთი დაძაბული არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა. თუმცა არსებობს საკითხები, რომლებიც ერთად უნდა განიხილონ და მოაგვარონ. ამ პრობლემების გადაჭრა კი ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებშია.

მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებზეც ვერ აღწევენ შეთანხმებას.

მაგალითად, პუტინს სამხედრო კუთხით გაფართოება სურს. ურთიერთობები განსაკუთრებით 2014 წელს დაიძაბა, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

რუსეთისა და ჩინეთის დაახლოება, ადამიანთა უფლებების დაცვა და რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების საქმე – ეს ის პრობლემებია, რომლებიც დასავლეთში შეშფოთებას იწვევს.

ასევე დიდი პრობლემაა კიბერაქტივობები, რომლებიც ხორცგადამამუშავებელი კომპანია JBS-ისა  და კოლონიალური მილსადენის წინააღმდეგაა მიმართული. თუმცა ამ ბრალდებებს პუტინი უარყოფს.

ეჭვგარეშეა, რომ განსახილველი თემა ბევრია – სავარაუდოდ, ისინი იმსჯელებენ იმაზეც, თუ როგორ გააგრძელებენ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები ურთიერთობას  მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

უახლესი

სხვა ამბები

ვლადიმერ პუტინივლადიმერ პუტინი

Send this to a friend