მთავარი ამერიკა აშშ „ალის ქალაქი“ - ახალი დოკუმენტური ფილმი მუჰამედ ალის შესახებ

„ალის ქალაქი“ – ახალი დოკუმენტური ფილმი მუჰამედ ალის შესახებ

მუჰამედ ალი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მან სახელი მსოფლიოში ბოქსით გაითქვა.

თუმცა, იგი არანაკლებ აქტიური იყო პოლიტიკაშიც.

ალი იბრძოდა ამერიკაში სისტემური რასიზმის წინააღმდეგ.

1966 წელს ვიეტნამის ომის დროს რელიგიური და ეთიკური მიზეზების გამო ალიმ უარი თქვა სამხედრო გაწვევაზე.

„მამაჩემი აქტიურად იყო ჩართული ფერადკანიანი ამერიკელების უფლებების დაცვაში. იგი მალკოლმ იქსისა და მარტინ ლუთერ კინგთან ერთად იბრძოდა. ცხოვრება ციკლებისგან შედგება. ახლაც ამერიკაში რასიზმისა და ისლამოფობიის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა. ვფიქრობ, რომ მამაჩემი მხარს დაუჭერდა მოძრაობას „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, – ამბობს მუჰამედ ალის შვილი რაშიდა ალი.


მუჰამედ ალის ბრალი დეზერტირობის გამო წარუდგინეს, თუმცა მან საქმე ამერიკის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

წაყენებული ბრალის გამო მუჰამედ ალიმ სპორტული კარიერის გაგრძელება ვერ შეძლო, თუმცა ამ დროისთვის იგი უკვე თაობისთვის კულტად იქცა.

„მამაჩემი საპროტესტო აქციებში ყოველთვის მონაწილეობდა, თუმცა, ამავდროულად, თემშიც აქტიური იყო. იგი მოუწოდებდა საზოგადოებას, მონაწილეობა მიეღო პოლიტიკურ პროცესში. იგი ამბობდა: „დაუკავშირდით თქვენს კონგრესმენებს და მოითხოვეთ ცვლილებები“, – ამბობს მუჰამედ ალის შვილი რაშიდა ალი.

ახალ დოკუმენტურ ფილმში „ალის ქალაქი“ მუჰამედ ალის მშობლიურ ქალაქ ნეშვილში მცხოვრებ ფერადკანიანთა თემის ისტორიაა გადმოცემული.

ფილმის პრემიერა 13 ივნისს ნეშვილის „ალის ფესტივალზე“ გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები

მუჰამედ ალიმუჰამედ ალი

Send this to a friend