მთავარისაქართველომუსიკოსებმა პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილების მოთხოვნის დოკუმენტი მიიტანეს

მუსიკოსებმა პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილების მოთხოვნის დოკუმენტი მიიტანეს

ასობით ავტორ-შემსრულებელს საქართველოში მოქმედი საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის მიმართ, წლების განმავლობაში უამრავი პრეტენზია დაუგროვდა.

მუსიკოსები ამბობენ, რომ მათი შემოქმედების ექსპლოატაცია ხდება და ეს ორგანიზაცია კუთვნილ თანხებს არ ურიცხავთ.

საგანგებო პრესკონფერენციაზე ბევრი ისაუბრეს მათი უფლებების დარღვევასა და შემოსავლების გაუმჭვირვალე განაწილებაზე. ამას კი შოუ-ბიზნესის სფეროში ერთი მონოპოლისტი ორგანიზაციის არსებობით ხსნიან.

მუსიკოსები საკანონმდებლო ხარვეზებსა და ბუნდოვანებაზეც ამახვილებენ ყურადღებას და პარლამენტს, ცვლილებების მოთხოვნით მიმართავენ.

„ჩვენ წარმოვადგენთ ასობით ავტორს, ვისი სახელითაც ჩვენს პრობლემებზე ვსაუბრობთ. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფოში მოგვარებული არ არის ავტორების უფლებების გამჭვირვალობა იმ ორგანიზაციაში, რომელშიც გაერთიანებული ვიყავით. ამის გამო ყველამ დავტოვეთ ის ორგანიზაცია. ახლა გვინდა მივმართოთ პარლამენტს, რომ ავტორების ბედით დაინტერესდნენ. ჩვენი თანხები ერიცხება კომპანიას, რომელიც თანხას არ გვიხდის. ჩვენ ჩვენი „პანდემია” გვჭირს, ამ პანდემიის გარდა. ამიტომ, კოლექტიური მიმართვა დაიწერა პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიმართ. სრულიად საქართველომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ საქართველოს მუსიკით ვემსახურებით. ამიტომ, გვინდა ჩვენი ინტერესებითაც დაინტერესდეს პარლამენტი და ყურადღება მოგვაქციოს”,-განაცხადა მუსიკოსმა, დათო ევგენიძემ.

[br]ავტორ-შემსრულებლების მიერ გამართულ პრესკონფერენციას დაესწრო საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის წარმომადგენელი.

მირიან კულულაშვილი მუსიკოსების პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ მათი ასოციაცია სამართლიანად უზრუნველყოფს როგორც თანხების განაწილებას, ისე დამკვეთისა და შემსრულებლის ინტერესებისა და უფლებების დაცვას.

„თანხებს არ იღებენ ამ პერიოდში, რადგან ასოციაციის წევრები არ არიან. წევრობაზე საკუთარი სურვილით თქვეს უარი. როცა ადამიანს წევრობის უფლება უწყდება, წევრი თუ არ არის, თანხას ვერ მიიღებს. ერთი კონკრეტული ფაქტი არ არსებობს, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ კანონი დაარღვია. ვმუშაობთ დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად და ყველაფერი არის გასწორებული. ერთ ფაქტსაც თუ წარმოადგენენ ჩვენს მიერ უკანონო ქმედების, მზად ვარ საჯაროობისთვის. ჩვენი საქმიანობა გამჭვირვალეა და ანგარიშვალდებული ვართ საქპატენტის წინაშე”,-განაცხადა საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე კულუაშვილმა.

მუსიკოსებმა ასობით კოლეგის სახელითა და ხელმოწერით, პარლამენტში კულტურის კომიტეტის სახელზე, საკანონმდებლო ცვლილების მოთხოვნის დოკუმენტი მიიტანეს. უცნობია რა ვადებში და განიხილავს თუ არა საერთოდ მათ მოთხოვნას მთავარი კანონმდებელი ორგანო.

საქართველოში საავტორო უფლებები კანონით განსაზღვრულია და პარლამენტის დადგენილებით ის ავტორ-შემსრულებელს, ან მის მემკვიდრეს ეკუთვნის.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend