საქართველოში ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას ოფიციალური ვიზიტი გრძელდება.
ის საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხვდება.
გუშინ ლიეტუვის პრეზიდენტმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიები მოინახულა.
მისი თქმით, ადგილობრივებთან საუბრისას ნათელი გახდა, რომ ისინი მოკლებულნი არიან ისეთ შესაძლებლობებს, როგორებიცა: პენსიის მიღება, წყალმომარაგება ან განათლებასთან წვდომა.
გიტანას ნაუსედამ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა ხშირად უნდა დადგეს სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმისა და კონფერენციის დღის წესრიგში.