„ევრო 2020“-ის ჩემპიონატის წინ UEFA-მ უკრაინის ეროვნულ ნაკრებს საფეხბურთო ფორმებიდან პოლიტიკური სლოგანის მოცილება მოთხოვა.
უკრაინის ნაკრების ახალ ფორმაზე წარწერები „დიდება უკრაინას“ და „დიდება გმირებს“ იყო დატანილი.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფეხბურთის კავშირმა UEFA-ს წერილით მიმართა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ამ ფრაზებს უკრაინელი ნაციონალისტები ხმარობდნენ.
[br]ამის შემდეგ UEFA-მ განაცხადა, რომ ფორმაზე დატანილი სლოგანები მართლაც შეიცავდნენ პოლიტიკურ გზავნილს, რაც მათი თქმით, UEFA-ს წესებს ეწინააღმდეგება.