დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, “სინოვაკის” ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო.
მათივე ცნობით, 14 ივნისიდან კვლავ განახლდება “სინოვაკის” როგორც პირველ, ისე მეორე დოზებზე რეგისტრაცია.
“სინოვაკის” მეორე დოზა პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში კეთდება.
1 ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “სინოვაკის” ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. საქართველოში “სინოვაკის” 100 000 დოზა 29 აპრილს შემოვიდა.
ვაქცინის პირველი დოზით დღემდე 17 199 მოქალაქე აიცრა.