სოფლის მეურნეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებში ფუტკრების სტრატეგიული როლის შესახებ ახლა ბევრ საუბრობენ.
ეს ციცქნა, მუყაითი მუშები, თაფლის დამზადების გარდა, ევროპის მარცვლეულისა და ველური მცენერეების 80 პროცენტის დამტვერვას უწყობენ ხელს. მეფუტკრეობა სხვა სასარგებლო პროდუქტსაც იძლევა, როგორებიცაა პროპოლისი, ფუტკრის რძე და ცვილი. არსებობს გათვლები, რომ ამ დარგის წილი ევროპულ სოფლის მეურნეობაში სულ მცირე 22 მილიარდი ევროა წელიწადში.
ამიტომ ევროკავშირი თავისი „ფერმიდან სუფრამდე“ სტრატეგიის ფარგლებში მეფუტკრეობაში ინვესტიციებს დებს, რომ გარემოს დაცვაში ფუტკრის როლი შეინარჩუნოს. ამ მიზნით ბრიუსელი წელიწადში 40 მილიონ ევროს მეფუტკრეობის პროგრამებზე ხარჯავს.
რუმინეთის ქალაქ იასიში მეფუტკრეთა ერთი ოჯახი წელიწადში 400 ტონა თაფლს ამზადებს. მათთვის ფუტკარზე ზრუნვა გარემოზე ზრუნვის ტოლფასია, რადგან ფუტკრების უმეტესობას მრავალი საფრთხე ემუქრება, მათ შორის ინტენსიური სოფლის მეურნეობა, პესტიციდები, ჰაერის დაბინძურება და კლიმატის ცვლილება.
კრისტინელ მიჰაიტა, კომპანია APICRIS NATURA -ს თაფლის მწარმოებელი:
[br]„ჩვენთვის პრიორიტეტი ჯანმრთელი ფუტკარია, რომ კარგი პროდუქტი მივიღოთ. ამიტომ მაშინაც კი, როცა ჩვეულებრივი მეფუტკრეობის სისტემით ვმუშაობთ, მხოლოდ ეკოლოგიურ და ორგანულ პროდუქციას ვიყენებთ.“
ბუქარესტიდან ერთი საათის სავალზე ქალაქ ბეიკოში, რომელიც რუმინეთში ისტორიულად თაფლის წარმოებით განთქმული ერთ-ერთ მხარეა, კომპანია ROM HONEY GROUP-ი ოცამდე ადგილობრივი მეფუტკრისაგან თაფლს იბარებს და ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში ექსპორტზე გააქვს.
რუმინეთი ევროპაში ერთ-ერთი განთქმული თაფლის მწარმოებელი ქვეყანაა, რადგან აქ მრავალფეროვანი მცენარეული საფარია, რომლებიც ყვავილის მტვერს იძლევა.
ამ ქვეყანაში მდგრადი მეფუტკრეობა ხარისხის სტანდარტებზე ამახვილებენ ყურადღებას. თაფლის სინჯებს მხოლოდ რუმინული ლაბორატორიები კი არ ამოწმებენ, არამედ გერმანიაში მოქმედი სპეციალური ორგანიზაციაც. სწორედ ეს არის მომხმარებლისთვის თაფლის მაღალი სტანდარტის გარანტია.
ანდრა ნიკიტეანი, ROM HONEY GROUP-ის გენერალური მენეჯერი:
„ჩვენი თაფლის ხარისხს ის განაპირობებს, რომ არ ვიყენებთ ანტიბიოტიკებს, ფალსიფიცირებულ პროდუქტს, ვინარჩუნებთ ტენიანობის საჭირო დონეს და არ ვიყენებთ პესტიციდებს. კანონი გვავალდებულებს, რომ ორი წლის განმავლობაში ნაწარმოები თაფლის ნიმუშები უნდა შევინახოთ და ჩვენ, რასაკვირველია, ვიცავთ ამ კანონს. ამიტომ პროდუქტის მიკვლევადობა 100 პროცენტით დაცულია.“
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ამ კომპანიამ დანერგა, ის არის, რომ რუმინეთის ერთ-ერთ წამყვან კვლევით ინსტიტუტთან ICECHIM-თან თანაშრომლობს.
უხსოვარი დროიდან თაფლი ცნობილია, როგორც მიკრობების საწინააღმდეგო და ჭრილობის მოსაშუშებელი უებარი წამალი.
ამ თერაპიულ თვისებებზე დაყრდნობით, კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები მედიცინაში თაფლის ახლებურად გამოყენებაზე მუშაობენ, რისთვისაც სხვადასხვა მცენარისგან მიღებულ თაფლს იკვლევენ.
ფლორინ ოანჩა, ICECHIM-ის სამეცნიერო დირექტორი:
„ჩვენ გადავწყვიტეთ ისეთი თაფლის წარმოება, რომელიც იმდენად მდიდარია შენაერთებით, რომ, ფაქტორბივად, მედიკამენტია. ეს შენაერთები ავიღეთ ხილის რბილობისაგან, რომელიც წვენის გამოწურვის შემდეგ რჩება.“
ფუტკრების, გარემოსა და თაფლის წარმოების კონსტრუქციული ურთიერთკავშირი თავს იყრის ტრადიციულ მიდგომაში, რომელსაც „ფუტკრის ტრანსჰუმანიზმი“ ეწოდება.
ეს კონცეფცია ყვავილობის სეზონზე ფუტკრის სკების ყვავილების მინდვრებთან და ტყესთან ახლოს გადატანას გულისხმობს. ეს კარგად აისახება თაფლის ხარისხზეც და დამტვერვაზეც. შედეგად გარემოც არ ზიანდება და სოფლის მეურნეობაც მოგებული რჩება.
ავტორი: კლაუდიო როსმინო