მთავარისაქართველოპარლამენტში პარტიების დაფინანსების კანონპროექტს განიხილავენ

პარლამენტში პარტიების დაფინანსების კანონპროექტს განიხილავენ

დღეს, 10 ივნისს,  პარლამენტის პლენარული სხდომის მთავარი საკითხი საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომელიც პარტიების დაფინანსების საკითხს ეხება.

დოკუმენტს პარლამენტის წევრებმა მეორე მოსმენით უნდა უყარონ კენჭი.

 
მმართველი პარტიის მიერ შექმნილი კანონპროექტის მიხედვით, თუ პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, მას დაფინანსება შეუწყდება.

[br]ინიციატივას აპროტესტებს ოპოზიცია, პარტიების “გირჩისა” და “მოქალაქეების” გარდა.

ისინი მიიჩნევენ, რომ  პარტიები ბიუჯეტიდან ფულს საერთოდ არ უნდა იღებდნენ. პირველი კენჭისყრა 2020 წლის დეკემბერში შედგა, ცვლილებასთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვა ვენეციის კომისიამაც.

საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1 თებერვლიდან იგეგმება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend