მთავარი გადაცემები კუბი აშშ 100-მდე ქვეყანაში 500 მილიონი „ფაიზერის“ ვაქცინის გაგზავნას აპირებს

აშშ 100-მდე ქვეყანაში 500 მილიონი „ფაიზერის“ ვაქცინის გაგზავნას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გლობალური ვაქცინაციის სქემის მიხედვით, ვაქცინის 200 მილიონი დოზა მსოფლიოში წელს გადანაწილდება, ხოლო დარჩენილი 300 მილიონი დოზა კი – 2022 წლის პირველ კვარტალში.

„ვოშინგტონ პოსტის“,“ ნიუ-იორკ თაიმსისა“ და „უოლ სტრიტ ჯურნალის“ წყაროების ინფორმაციით,  ამის შესახებ ჯო ბაიდენი დღეს, 10 ივნისს გამოაცხადებს. პრეზიდენტი ამჟამად დიდ ბრიტანეთშია.

არსებული ინფორმაციით, ვაქცინები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმა „კოვაქსის“ საშუალებით გადაეცემა. მათი მიზანია ვაქცინები მსოფლიოს ღარიბ და ნაკლებშემოსავლიან ქვეყნებში გადანაწილდეს. საქართველოც ამ პლატფორმაზეა დარეგისტრირებული. სწორედ „კოვაქსის“ საშუალებით შემოვიდა საქართველოში პირველი ვაქცინა „ასტრაზენეკა“. „ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, აშშ „ფაიზერის“ ვაქცინას არაკომერციული ფასით შეიძენს.

 
ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული, როდის და რა პირობებით მიიღებს საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინას.


ცნობილია, რომ მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები კომპანიასთან. ჯანდაცვის მინისტრმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ მილიონ დოზას საქართველო ზაფხულში მიიღებს.

საქართველოში პირველად „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა 25 მარტს შემოვიდა და მისი მარაგი მალევე ამოიწურა.

ამ დროისთვის საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 45 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვისაა შესაძლებელი.

ჩინეთში წარმოებული „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“  ვაქცინა კი 18 წლის ზემოთ ნებიემიერი ადამიანისთვისაა განკუთვნილი.

უახლესი

სხვა ამბები

აშშაშშ
Send this to a friend