მთავარი ამერიკა პერუ პერუში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ელოდებიან

პერუში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ელოდებიან

პერუში დაძაბულობაა, რადგან მთელი ქვეყანა 6 ივნისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ელოდება.

წინასწარი მონაცემებით, მემარცხენე პედრო კასტილიოსა და კონსერვატორ კეიკო ფუხიმორს თითქმის ერთნაირი შედეგი აქვთ.

 
ფუხიმორის მხარდამჭერები გაყალბების შესახებ საუბრობენ. ისინი დემოკრატიულ მმართველობას უჭერენ მხარს.


კასტილიოს მომხრეებს კი მიაჩნიათ, რომ მისი მცირე უპირატესობაც საკმარისია, რომ საარჩევნო პროცესების ეროვნულმა სამსახურმა მათი კანდიდატის გამარჯვება დაადასტუროს.

კასტიოლიომ 19 რეგიონში უკვე გაიმარჯვა. როგორც მისი მხარდამჭერები აღნიშნავენ, მეორე მხარე ხმების გაყალბებას აპირებს.

კორონავირუსით დაზარალებული ერი არჩევნებმა კიდევ უფრო დააშორა ერთმანეთს. ერთ მხარეს აღმოჩნდნენ რეგიონებში მცხოვრები ღარიბები, მეორე მხარეს კი – შედარებით მდიდრები, რომლებიც  ჩრდილოეთ სანაპიროებსა და დედაქალაქში ცხოვრობენ. არჩევნები მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ჩატარდა.

უახლესი

სხვა ამბები

საპრეზიდენტო არჩევნებისაპრეზიდენტო არჩევნები
Send this to a friend